ლეგენდა თბილისზე

თბილისი საქართველოს დედაქალაქია მეხუთე საუკუნიდან. ამ დროს მეფე იყო ვახტანგ გორგასალი.

არის ასეთი ლეგენდა: ვახტანგ გორგასალი ტყეში ნადირობდა. მან იქ ნახა თბილი წყაროები, მოეწონა ის ადგილი და თქვა: აქ იქნება დედაქალაქი. სიტყვა “თბილისი” “თბილიდან” მოდის. აქ ახლაც არის გოგირდის თბილი წყალი და გოგირდის აბანოები. გოგირდის წყაროების ტემპერატურაა +37° ზამთარშიც და ზაფხულშიც. ტურისტებს ეს ადგილი ძალიან უყვართ.

Словарь