ამინდი საქართველოში

ნინო მაჭავარიანი მეტეოროლოგიურ ცენტრში მუშაობს. იგი სინოპტიკოსია. ორი დღის წინ მას ტელევიზიის მენეჯერმა სთხოვა: წაიკითხეთ ინფორმაცია ამინდის პროგნოზის შესახებ.

მან ძალიან სერიოზულად მოამზადა პირველი გადაცემა, ელეგანტურად ჩაიცვა და რამდენჯერმე სარკის წინ წაიკითხა თავისი ტექსტი:

“გუშინ მთელ საქართველოში ცივი ამინდი იყო. დღეს ცივი ჰაერი შემოვა კასპიის და შავი ზღვის მხრიდან, ამიტომ კიდევ უფრო აცივდება. უმეტესად ღრუბლიანი ამინდი იქნება და ზოგან მოვა თოვლიც. ხვალ იქნება ნისლიც.

დასავლეთ საქართველოში მოვა თოვლი. ჰაერის ტემპერატურა სოხუმში და ზუგდიდში +1 გრადუსი, ქუთაისში და ბათუმში +3 გრადუსი, ფოთში +2 გრადუსი იქნება. აღმოსავლეთ საქართველოში იქნება ნისლიანი, მოღრუბლული და თოვლიანი ამინდი.

საქართველოს სხვა ქალაქებში ხვალ ასეთი ტემპერატურა იქნება: ცხინვალში და ახალციხეში -5 გრადუსი, ხაშურში -2 გრადუსი, თელავში -1 გრადუსი და რუსთავში +1 გრადუსი.

თბილისში ხვალ ცივი, მაგრამ უღრუბლო და მზიანი ამინდი იქნება: ჰაერის ტემპერატურა ღამით -6 გრადუსი და დღისით +1 გრადუსი.”

ტელემაყურებლებს ძალიან მოეწონათ ახალი სინოპტიკოსი.

ახლა ნინო ყოველდღე დიდი სიამოვნებით ამზადებს ინფორმაციას ამინდის პროგნოზის შესახებ.

Словарь